მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Bloomers.ge მცენარეებით დატვირთული საერთო სამუშაო სივრცის გახსნას გეგმავს

მცენარე

მცენარეების რეალიზატორი კომპანია Bloomers.ge შოუ-რუმის და Co-working სივრცის გახსნას გეგმავს. ამის შესახებ „ქალების ნარატივში“ Bloomers.ge-ს თანადამფუძნებელმა, ანუკა ფოლადიშვილმა განაცხადა.

„წელს ვგეგმავთ შოუ-რუმიც გავხსნათ, სადაც ჩვენი მომხმარებლები შეძლებენ მოვიდნენ და ფიზიკურად დაათვალიერონ მცენარეები. აგრეთვე ვაპირებთ Co-working სივრცის გახსნასაც. ეს უკანასკნელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მცენარეები კარგ გავლენას ახდენენ ადამიანის კონცენტრაციაზე, მობილიზებაზე და განწყობაზე", - აღნიშნა ანუკა ფოლადიშვილმა.

Bloomers.ge მსურველს სახლიდან გაუსვლელად მცენარეების შეძენის შესაძლებლობას აძლევს, რომელიც უკვე გადარგულია შესაბამის ნიადაგსა და ქოთანში. კომპანია მომხმარებელს კორპორაციულ პაკეტებსაც სთავაზობს - "კომპანიებს შეუძლიათ დიდი შეკვეთების განხორციელება, ოფისის გამწვანება ან უკვე არსებული მცენარეებისთვის მოვლის სერვისის მიღება", - აღნიშნა ანუკა ფოლადაშვილმა.

Bloomers.ge-ზე 700 სახეობის მცენარეა წარმოდგენილი, რომელთა 80% იმპორტირებულია, ხოლო 20% ქართული. რაც შეეხება ფასებს, მცენარეების ღირებულება 39-40 ლარიდან იწყება, ხოლო მაქსიმალური ნიშნული 1000 ლარია.

ცნობისთვის, კომპანია პანდემიისას 400 ლარის ინვესტიციით შეიქმნა.