Bloomberg-ის აღმასრულებელმა დირექტორმა მაიკლ ბლუმბერგმა განაცხადა, რომ Brexit ყველაზე სულელური ნაბიჯია, რომელიც კი ოდესმე ქვეყანას გადაუდგამს, არჩევნებში ტრამპის არჩევის გარდა. ბლუმბერგმა განაცხადა, რომ ეს პროცესი თვითგანადგურებას ნიშნავს და ნანობს იმ ინვესტიციებს, რომელიც ლონდონში განახორციელა.
“ჩემთვის ძნელი გასაგებია, ქვეყანას, რომელიც ასე კარგად იყო, რატომ სურს ამ ყველაფრის დანგრევა“,- აცახდებს ბლუმბერგი.
შეგახსენებთ, რომ Bloomberg-ის 20 000 თანამშრომლიდან 4 000 სწორედ დიდ ბრიტანეთში ცხოვრობს.

























