მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ბლუმბერგი“: მყარი ეკონომიკური მაჩვენებლებითა და ინვესტორთა ჩართულობით, საქართველოს კარგი შესაძლებლობა აქვს დამკვიდრდეს გლობალურ ბიზნეს ცენტრად

64477c7ad7268
BM.GE
25.04.23 11:26
604
სტატიაში საუბარია:
გავლენიანი საერთაშორისო გამოცემა „ბლუმბერგი“ საქართველოს ეკონომიკური წარმატებისა და პოზიტიური საინვესტიციო გარემოს შესახებ სტატიას სათაურით - “როგორ შეძლო საქართველომ დაეძლია გლობალური ეკონომიკური ვარდნის ტენდენციები“ აქვეყნებს.

სტატიაში აღნიშნული, საქართველოს წარმატება მსოფლიოში უდიდეს ტურისტულ გამოფენა ITB Berlin 2023-ზე, სადაც საქართველომ, როგორც ღონისძიების მასპინძელმა ქვეყანამ კიდევ ერთხელ გააცნო ქვეყანაში არსებული შესაძლებლობები გლობალურ ბიზნესსა და საერთაშორისო ინვესტორებს.

„სლოგანით „უსასრულო ქართული კულტურა: მევენახეობის საწყისებიდან თანამედროვე ავანგარდულ ხელოვნებამდე“, საქართველომ მსოფლიოს „თავი შეახსენა“, როგორც 21-ე საუკუნის თანამედროვე ქვეყანამ, დემოკრატიული ღირებულებებითა და უძველესი ტრადიციებით“, - ნათქვამია სტატიაში.

როგორც სტატიაში აღინიშნება, ევროპისა და აზიის კვეთაზე მდებარე საქართველოს ცალსახად აქვს სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობით განპირობებული შესაძლებლობა, აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის კარიბჭის ფუნქცია შეასრულოს.

„საქართველოს სატრანსპორტო კავშირები მისი მომავალი ეკონომიკური ზრდის გასაღებია. ქვეყანა შუა დერეფნის სავაჭრო მარშრუტის შუაგულშია“, - წერს "ბლუმბერგი".

ამასთან, გამოცემა აღნიშნავს, რომ საქართველოს როლი სულ უფრო იზრდება და გაიზრდება საერთაშორისო ენერგომომარაგების კუთხით.

სტატიაში საუბარი ასევე ეხება საქართველოს, როგორც წამყვან ადგილს ინვესტიციების მიმართულებით - სადაც ინვესტორებს საუკეთესო პირობებს უქმნიან.

„მზარდი ინფლაცია, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და მიმდინარე კონფლიქტი, გამოწვევას წარმოადგენს მსოფლიოს ეკონომიკებისათვის. თუმცა, მყარი ეკონომიკური მაჩვენებლებით და ინვესტორების ჩართულობით, საქართველოს კარგი შესაძლებლობა აქვს დამკვიდრდეს გლობალურ ბიზნეს ცენტრიდ“, - წერს „ბლუმბერგი“.

NS

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები