ბიზნეს მედია საქართველო (BMG) აცხადებს ვაკანსიას 2 პოზიციაზე.
განცხადების მიღების ბოლო ვადა: 19 სექტემბერი. გასაუბრებისთვის დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს (25 სექტემბრის ჩათვლით).
სამუშაო ადგილი: თბილისი.
პოზიცია: ჟურნალისტ-რედაქტორი
სამუშაო გრაფიკი: 20:00-01:00 (ვებ-გვერდისთვის ნიუსების მომზადება-განთავსება შაბათ-კვირის გარდა; მუშაობა შესაძლებელია დისტანციურადაც.
მინიმალური ანაზღაურება: ₾500-600 ( +სადაზღვევო პაკეტი სურვილისამებრ )
მოვალეობები:
· ახალი ამბების მოძიება და დამუშავება (ბიზნესი, ეკონომიკა, ფინანსები);
· ვებ-გვერდისთვის ნიუსების მომზადება;
. მიმდინარე ამბების მონიტორინგი (ბიზნესი, ეკონომიკა, ფინანსები) და შესაბამისი ნიუსების მომზადება და განთავსება ვებ გვერდზე;
· უცხოური და ქართული რესურსებიდან მასალის (ვიზუალური და ტექნიკური) მოძიება, დამუშავება/განთავსება;
· მოძიებული ახალი ამბების ტექსტების რედაქტირება;
. ვებგვერდზე სიახლეების ატვირთვა და სოციალურ ქსელებში გაზიარება.
მოთხოვნები:
· ახალი ამბების სააგენტოში რედაქტორად ან მასთან გათანაბრებულ პოზიციაზე მუშაობის ერთ წლამდე გამოცდილება;
· ინგლისური ენის ცოდნა;
· კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
. მობილური ტელეფონით (სხვა პორტატული საშუალებებით) საძიებო სისტემების და სოცმედიის მართვის ცოდნა;
. ინფორმაციის გადამოწმება-დაზუსტების უნარი;
· ეკონომიკის და ბიზნესის სფეროს მიმართ ინტერესი;
. განსაკუთრებულ უპირატესობად ჩაითვლება ეკონომიკური ჟურნალისტიკის მიმართულებით გამოცდილება.
Bm.ge-ისთვის მნიშვნელოვანია მსურველების მოტივაცია, ამიტომ დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, სამოტივაციო წერილი CV-თან და სამ ნამუშევართან ერთად გააგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე - [email protected]; თემის გრაფაში მიუთითეთ ვაკანსიის სახელწოდება: “ჟურნალისტ-რედაქტორი - bm.ge”.
2. პოზიცია: ჟურნალისტი
სამუშაო გრაფიკი: 10:00-19:00 (შაბათ-კვირის გარდა);
მინიმალური ანაზღაურება: ₾600 ( + სადაზღვევო პაკეტი სურვილისამებრ)
მოვალეობები:
· BMG-ის სატელევიზიო პროდუქტებიდან ნიუსების მომზადება;
. ახალი ამბების მოძიება და დამუშავება (ბიზნესი, ეკონომიკა, ფინანსები);
. მიმდინარე ამბების მონიტორინგი (ბიზნესი, ეკონომიკა, ფინანსები);
. ვებ-გვერდზე სიახლეების ატვირთვა;
მოთხოვნები:
· ახალი ამბების სააგენტოში ჟურნალისტიკის მიმართულებით მუშაობის 6-თვიანი გამოცდილება;
· ინგლისური ენის ცოდნა (სასურველია, რუსული ენის ცოდნაც);
· კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
. მობილური ტელეფონით (სხვა პორტატული საშუალებებით) საძიებო სისტემების და სოცმედიის მართვის ცოდნა;
. ინფორმაციის გადამოწმება-დაზუსტების უნარი;
· ეკონომიკის და ბიზნესის სფეროს მიმართ ინტერესი;
Bm.ge-ისთვის მნიშვნელოვანია მსურველების მოტივაცია, ამიტომ დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, სამოტივაციო წერილი CV-თან და სამ ნამუშევართან ერთად გააგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე - [email protected]; თემის გრაფაში მიუთითეთ ვაკანსიის სახელწოდება: “ჟურნალისტი - bm.ge”.

























