BMG რეგიონულ გაფართოებას იწყებს და ამერიკის შეერთებულ შტატებში ბიუროს ხსნის. ახალ ამერიკულ ოფისს თამუნა ქემერტელიძე უხელმძღვანელებს, რომელიც წლების განმავლობაში BMG-ის გენერალური დირექტორის თანამდებობას იკავებდა. BMG-ის გენერალური პროდიუსერის, გიორგი ისაკაძის განმარტებით, ახალი ბიუროს შექმნით, ბიზნეს მედია საქართველო მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკის მაჯისცემას ქართველ მკითხველს გააცნობს, ხოლო თავად გადაწყვეტილება ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ეკონომიკური ურთიერთობების დაახლოებით და მსოფლიოს ნომერ პირველი ეკონომიკის მქონე სახელმწიფოს ქართული ბიზნესების რაოდენობის მატებით არის განპირობებული.