#BMG-ის ექსკლუზივი – ინტერვიუ პიტერ ფიშერთან, გერმანიის ელჩი საქართველოში;
- “საქართველომ მიიღო კანონი, რომელიც შეუსაბამოა EU-ს სტანდარტებთან”;
- “სანამ საქართველოს ექნება ეს კანონი, EU არ გახსნის მოლაპარაკებებს საქართველოსთან”;
- “სხვა გზებიც არსებობს გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად”;
- “შარშან საქართველოს მთავრობამ გვითხრა, რომ კანონი იყო შეცდომა და უკან გაიწვია”;
- “ჩვენი პირველი რეაქციაა, მკაფიოდ გითხრათ, რომ ამ კანონით ვერ გახდებით EU-ს წევრი”;
- “თუ გსურთ შეუერთდეთ EU-ს, უნდა დაიცვათ ჩვენი სტანდარტი და კანონმდებლობა”
- “მთავრობამ აირჩია ანტიევროპული რიტორიკა, რომელიც თესავს შიშს”;
- “თქვენ გყავთ ძალიან ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება”;
- “საქართველოსთვის შესაძლებლობის ფანჯარა გაიხსნა მას შემდეგ, რაც რუსეთი თავს დაესხა უკრაინას”;
- “შეიძლება ეს [შესაძლებლობის] ფანჯარა დაიხუროს”;
- “რაც უფრო ნათელია, რომ საქართველო უერთდება EU-ს, მით მეტი ინვესტიცია განხორციელდება”;
- “თუ საქართველო არ იქნება EU-ში, სად იქნება?”
- “აშშ და გერმანია არის ორი უმსხვილესი დონორი ქვეყანა საქართველოსთვის”;
- “[არჩევნები] არის თქვენი უფლება და მოვალეობა”;
- “კანონი ეწინააღმდეგება 9 დათქმას”;
- “საქართველო ბოლო ადგილზე დგას [10 კანდიდატ ქვეყანას შორის]”;
- “შეხედეთ საქართველოს. შეხედეთ ევროკავშირს – ვისთვის უფრო მნიშვნელოვანია კანდიდატის სტატუსი?”
სტუმარი: პიტერ ფიშერი - გერმანიის ელჩი საქართველოში;
ინტერვიუერი: გიორგი ისაკაძე - BMG-ის გენერალური პროდიუსერი;
ინტერვიუერი: ელენე კვანჭილაშვილი - გადაცემა "ანალიტიკას" ავტორი და წამყვანი
სინქრონულ თარგმანს უზრუნველყოფს NG Georgia
#ანალიტიკა ელენე კვანჭილაშვილთან ერთად