მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

BMG-ის წარმომადგენლობა სომხეთშიც ამოქმედდა

ერევანი
07.03.24 10:50
1045

“ბიზნესმედია საქართველო” (BMG) საერთაშორისო წარმომადგენლობას აფართოებს. აშშ-ის და აზერბაიჯანის შემდეგ, BMG-მ ბიურო სომხეთშიც გახსნა. რამდენიმეკვირიანი სატესტო რეჟიმში მუშაობის შემდეგ, წარმომადგენლობა სრულფასოვნად ამოქმედდა.

ერევნის ბიუროს არშალუის მღდესიანი ხელმძღვანელობს, რომელსაც, როგორც სომხურ, ასევე, საერთაშორისოს მედიაში მუშაობის 15-წლიანი გამოცდილება აქვს. არშალუის მღდესიანი (mgdesyan@bm.ge) BMG-ის მკითხველებს ადგილობრივ და რეგიონის ამბებს ინგლისურ და რუსულ ენაზე აწვდის.

„მოხარული ვართ, რომ BMG-ის გუნდს შემოუერთდა ისეთი გამოცდილი პროფესიონალი, როგორიც არშალუის მღდესიანია. სომხეთის ბიუროს დაკომპლექტებას და შესაფერისი წარმომადგენლის შერჩევას შედარებით მეტი დრო დასჭირდა, თუმცა ამ დროისთვის ყველაფერი მოგვარებულია და ერევანში ბაზირებული ბიურო სრულფასოვნად ფუნქციონირებს. დარწმუნებული ვარ, სომხეთის და საერთაშორისო ბიზნესსაზოგადოება აქტიურად გამოიყენებს ჩვენს პლატფორმას, რომელიც რამდენიმე თვეა, რაც 4 ენაზეა ხელმისაწვდომი საქმიანი ამბებით დაინტერესებული საზოგადოებისთვის“, - აცხადებს BMG-ს გენერალური პროდიუსერი გიორგი ისაკაძე.

აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის, გარდა ქართული ენისა, bm.ge-ზე საქართველოსა და მსოფლიო ეკონომიკისა და ბიზნესის შესახებ სიახლეები ხელმისაწვდომია ინგლისურ, თურქულ და რუსულ ენებზე.

Google Analytics-ის მონაცემებით, 2023 წელს ვებგვერდ bm.ge-ის მკითხველთა რაოდენობამ 8.4 მილიონი შეადგინა. მკითხველებმა ვებგვერდზე სულ 20 მილიონი სესია განახორციელეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები