მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

#BMGDrive: კრიზისული პერიოდი და გავლენა ფასებზე - როგორ უმკლავდება "VOYAGER365" გამოწვევებს?

ტურიზმის ინდუსტრია დღეს სრულიად ახალი გამოწვევების წინაშეა: მოთხოვნა მოგზაურობაზე პიკშია, თუმცა ავიაბილეთების ფასები და გაუქმებული რეისები დასვენების დაგეგმვას ნამდვილ სტრატეგიულ გამოწვევად აქცევს. როგორ უმკლავდება ბაზარი ამ რყევებს და რა უნდა ვიცოდეთ, სანამ ჩემოდანს ჩავალაგებთ? სწორედ ამ თემებზე BMGDRIVE-ის ფარგლებში ტურისტული კომპანია „ვოიაჟერ 365“-ის დამფუძნებელს, გვანცა გოცირიძეს ვუმასპინძლეთ. ინტერვიუში გაიგებთ, რეალურად რა იწვევს მომსახურების გაძვირებას, რომელია დღეს მსოფლიოში 3 ყველაზე მოთხოვნადი და 3 დაუმსახურებლად დაუფასებელი მიმართულება და რით განსხვავდება ქართველი ტურისტი სხვა დანარჩენისგან. ტრადიციულად, მადლობა ჩვენს პარტნიორს — კომპანია „ეს არ ავტოს“, რომელიც საქართველოში Changan-ის ოფიციალური და ექსკლუზიური წარმომადგენელია. სწორედ მათი მხარდაჭერით ვახერხებთ, რომ ყოველკვირეულად საინტერესო სტუმრებთან ერთად უახლესი ბიზნეს-ტენდენციები მიმოვიხილოთ.

#BMGDRIVE-ის მგზავრი: გვანცა გოცირიძე - "VOYAGER365" FOUNDER & CEO

ავტორები: ბექა ბაციკაძე, გურამ ხუნდაძე, კაკი პაიჭაძე

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები