მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

bm.ge: გიორგი პერტაია საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ხდება

5d1af32879014
თელარა გელანტია
02.07.19 10:01
1929
bm.ge-ის ინფორმაციით, გიორგი პერტაია საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ხდება.

როგორც სააგენტოსთვის გახდა ცნობილი, დღეს საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი დაკავებულ თანამდებობას დატოვებს.

ახალ პრეზიდენტს კი, პალატის საბჭოს წარდგინებით პალატის საერთო კრება აირჩევს, რომელიც დღეს იმართება.  

ცნობისთვის: ნინო ჩიქოვანი ამ პოსტზე 2015 წელს 4 წლის ვადით აირჩიეს.

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის სტრუქტურა ქვეყნის ტერიტორიული მოწყობის პრინციპზეა აგებული. სისტემაში არსებობს ცენტრალური პალატა, ავტონომიური რესპუბლიკებისა და რეგიონების პალატები.

პალატის მიზანი  მეწარმე სუბიექტების მხარდაჭერით ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობაა. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები