მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

BM.ge: მთავრობა სასტუმრო "ბორჯომი ლიკანის" გაყიდვაზე ჩამოყალიბდა - საწყისი ფასი ცნობილია

5d2daa99bca92
თელარა გელანტია
19.07.19 09:50
2320
საპარტნიორო ფონდს სასტუმრო „ბორჯომი ლიკანის“ პრივატიზაციასთან დაკავშირებით შეთავაზების პაკეტი მზად აქვს, - ამის შესახებ bm.ge-ის საპარტნიორო ფონდში იმ კითხვის პასუხად განუცხადეს, რომელიც სასტუმროს პრივატიზაციას შეეხებოდა.

„ბორჯომი ლიკანის“ გაყიდვასთან დაკავშირებით, შეთავაზების პაკეტი მზად არის. სამეთვალყურეო საბჭოს თანხმობის შემდეგ (სავარაუდოდ, შემდეგ კვირას) საჯაროდ გამოვაცხადებთ ინტერესის გამოხატვის შეახებ“, - განმარტეს ფონდში გასული კვირის ბოლოს.

კითხვაზე - რა იქნება სასტუმროს საწყისი ფასი, საპარტნიორო ფონდში გვითხრეს, რომ აღნიშნული ყველა პროცედურის გავლის შემდეგ გახდება საჯარო.

bm.ge-ის ინფორმაციით კი, სასტუმრო „ბორჯომი ლიკანის“ საწყისი ფასი 38 მლნ დოლარია. გარდა ამისა, თუ მყიდველი არ გამოჩნდება, ფონდი მზადაა, დაინტერესებულ პირს სასტუმრო 10 წლით მართვის უფლებით გადასცეს - წელიწადში დაახლოებით, 3 მლნ დოლარის გადახდის სანაცვლოდ.

შეგახსენებთ: საპარტნიორო ფონდმა „ბორჯომი ლიკანის“ 100%-იანი წილი ყაზახებისგან 2018 წლის ივნისში გამოისყიდა; რამდენიმე თვით ადრე - გასული წლის მაისში კი, Rixos, რომელიც სასტუმროს მართვაში 2015 წლის თებერვლიდან იყო, მართვიდან გავიდა და სასტუმრო დღემდე „ბორჯომი ლიკანის“ სახელით ოპერირებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები