რამდენიმე კვირის წინ, ჩვენი გადამღები ჯგუფი, ლიკა მეგუთნიშვილი და ედგარ ყაზახაშვილი, "კოსტა კრუიზების" ერთ-ერთი ლაინერით, კოსტა ტოსკანათი ხმელთაშუა ზღვის საკრუიზო მოგზაურობაში იყვნენ, რომელიც კომპანია კრუიზერის თაოსნობით შედგა. ამ მოგზაურობისა და გემზე გატარებული 5 დღის შესახებ ჩვენს მაყურებელს ვრცელი სიუჟეტი უკვე შევთავაზეთ, ამჯერად კი ლიკა მეგუთნიშვილმა მოგიმზადათ ვიდეო ისტორია ერთ-ერთი საპორტო ქალაქის, პალერმოს შესახებ და გაგაცნობთ თუ როგორია სიცილიის დედაქალაქში მოგზაურობა, რა მახასიათებლებით არის გამორჩეული მისი კულტურა, ყოველდღიური ყოფა და ამასთან, რომელი ღირსშესანიშნაობები უნდა მოვინახულოთ აუცილებლად.