მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

#BMGTALKS - გიორგი ისაკაძესთან ერთად / 30.12.2023

ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციამ მენტორინგის პროგრამა განახორციელა, „შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მიერ დაფინანსებული რეგიონებში მცირე და საშუალო საწარმოების განვითარების პროექტის(RSMEDP) ხელშეწყობით. RSMEDP პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს რეგიონებში დასაქმებისა და შემოსავლების გაზრდას, შვეიცარიის თანამშრომლობის, 2022-2025 წლების სამხრეთ კავკასიის რეგიონის პროგრამის შესაბამისად. პროგრამაში ასოციაციის წევრი 12 კომპანიის დირექტორი და ტოპმენეჯმენტის წარმომადგენელი მენტორის სტატუსით ჩაერთო, რომლებიც პროგრამაში მონაწილე სამშენებლო მასალების მწარმოებელ კომპანიებს ეხმარებიან განვითარებაში მათი პრობლემების იდენტიფიკაციის, გამოწვევების დაძლევის გზების მოძიებასა და განვითარების გეგმის დასახვაში. პროგრამის ფარგლებში, ასოციაციამ მწარმოებელ კომპანიებს ბიზნესის მხარდამჭერი სერვისების 80%-იანი დაფინანსება მიაწოდა. მათ, ასევე, სრულად დაუფინანსდათ ტრენინგები სხვადასხვა მიმართულებით.

➡გიორგი ისაკაძე - BMG, გენერალური პროდიუსერი;

➡ეკა თათეშვილი - “არალი”, დირექტორის მოადგილე;

➡ანა საბახტარიშვილი - ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია, აღმასრულებელი დირექტორი;

➡დავით გიორგაძე - ბენეფიციარი;