მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ბმულით გადახდა მომხმარებლისთვის კომფორტის შესაქმნელად მნიშვნელოვანია” - PILANI Ceramics

საქბანკი
22.10.24 10:30
202
სტატიაში საუბარია:

მცირე თუ დიდი ბიზნესების ხელშეწყობას საქართველოს ბანკი კვლავ უწყვეტ რეჟიმში განაგრძობს. ბანკის ციფრულ ეკოსისტემაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან როლს გადახდების მენეჯერი ასრულებს. მისი მეშვეობით ბიზნესებს შესაძლებლობა აქვთ, გადახდების მეთოდების ინტეგრაცია ელ-კომერციის პლატფორმებზე ან ფიზიკურ მაღაზიებში სრულად დისტანციურად მოითხოვონ. ახლახან პლატფორმას ახალი სერვისი — ბმულით გადახდა დაემატა. თუ სოციალური ქსელებით ვაჭრობთ და თქვენი ბიზნესისთვის ვებგვერდი არ გაქვთ, ახალი სერვისი საშუალებას გაძლევთ, რომ მომხმარებელს პირდაპირ ბმული გაუგზავნოთ და გადახდის პროცესი გაუმარტივოთ.

კერამიკის სახელოსნო PILANI Ceramics, რომელიც მომხმარებელს ორიგინალურ ხელნაკეთ ჭურჭელსა და ინტერიერის დეკორს სთავაზობს, საქართველოს ბანკის ბიზნესმომხმარებელია და ონლაინ გადახდებსაც ხშირად იყენებს. როგორია სახელოსნოს ისტორია და გამოცდილება, ონლაინ გადახდის რა მეთოდებს იყენებს და რა მოლოდინებია ბმულით გადახდასთან დაკავშირებით — ამ საკითხების შესახებ Pilani Ceramics-ის თანადამფუძნებელი, ირინა გლოველი, გვესაუბრა.

"PILANI Ceramics არის კერამიკის სახელოსნო, რომელიც ორი წლის წინ სამმა მეგობარმა დავაფუძნეთ მას შემდეგ, რაც კერამიკაზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება სხვადასხვა სტუდიაში მივიღეთ. მაშინ ზუსტად ვიცოდით, რომ სწორედ კერამიკა აერთიანებს იმ შემოქმედებით თუ ბიზნეს შესაძლებლობებს, რასაც ჩვენს მომავალ საქმიანობას დავუკავშირებდით. დღეს სახელოსნოში ვქმნით კერამიკის მრავალფეროვან ნაკეთობებს, რომლებიც საკუთარ ისტორიას ჰყვება, შემდგომში კი ამ ისტორიის ნაწილი ჩვენი თითოეული მომხმარებელი ხდება. PILANI Ceramics მომხმარებელს ხელნაკეთ ჭურჭელსა და ინტერიერის დეკორს სთავაზობს. გარდა ამისა, ვთანამშრომლობთ დიზაინერებთან, კორპორატიულ დამკვეთებთან და მათთვის სასურველ ინტერიერის დეტალებსა თუ სხვა ნაკეთობებზე ვმუშაობთ. ჩვენი ბიზნესის საცალო გაყიდვების დიდი წილი სწორედ ონლაინ გაყიდვებზე მოდის. აქედან გამომდინარე, ონლაინ გადახდების გამოყენება ძალიან ხშირად გვიწევს და ბიზნესის ზრდასთან ერთად იმატებს“ — ამბობს ირინა გლოველი.

გადახდის სხვა მეთოდებისგან განსხვავებით, რომლებიც ანგარიშის ნომრის თუ სხვა დეტალების გაზიარებას მოითხოვს, ბმულით გადახდა ზოგავს დროს და კომფორტულია როგორც მომხმარებლისთვის, ისე ბიზნესისთვის. მომხმარებლისთვის შექმნილი სასიამოვნო გამოცდილება კი გაყიდვების ზრდაზეც აისახება. გარდა ამისა, როგორც ირინა გლოველი აღნიშნავს, ბმულით გადახდა მომხმარებლის მხრიდან ბიზნესისადმი სანდოობასაც გაზრდის.

"ამ ეტაპზე ვიყენებთ ბიზნეს ანგარიშზე ჩარიცხვის მეთოდს, რომელიც მომხმარებლისთვის საბანკო რეკვიზიტების გაზიარებას გულისხმობს. პროდუქტის ყიდვის შემდეგ, მომხმარებელს უწევს გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის გადმოგზავნა დამატებით, რაც გარკვეულწილად დისკომფორტია მისთვის და უხერხულობას იწვევს კომუნიკაციაში. ვფიქრობ, ბმულით გადახდის სერვისი მომხმარებელთან კომუნიკაციას ძალიან გაგვიმარტივებს. გარდა იმისა, რომ უშუალოდ გადახდის პროცედურა იქნება მარტივი, ასევე მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება უსაფრთხოება და სანდოობა ჩვენსა და მომხმარებელს შორის. ამ მეთოდით საშუალება გვექნება სოც. ქსელებით მიღებული მოთხოვნის შესაბამისად, შევქმნათ საგადახდო ბმული და მომხმარებლისგან მივიღოთ თანხა“, — აღნიშნა ირინა გლოველმა.

ბმულით გადახდის მოდული გადახდების მენეჯერს უკვე დაემატა. ბმულით გადახდის მოდული საშუალებას გაძლევთ, უკვე დაგენერირებული ბმულის მეშვეობით მიღებული ტრანზაქციები შეამოწმოთ და ასევე, ბმულის სტატუსის, სახელისა და თარიღის შესახებ სრული ინფორმაციაც მიიღოთ. ამასთანავე, მხოლოდ ერთ ღილაკზე თითის დაჭერით ახალი ბმულის შექმნაც შეგიძლიათ და შემდგომ გაყიდვების ანალიტიკის წარმოებაც.

"ვფიქრობ, ბმულით გადახდის გამოყენებით მომხმარებელთან გამარტივდება კომუნიკაცია და აღარ შეიქმნება უხერხულობა, რომელსაც ხშირ შემთხვევაში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის მოთხოვნა იწვევს. გარდა ამისა, ბიზნესის მართვის პროცესში ჩვენი ბიზნესი მეტად დაცული იქნება თანხის მიღებისა და აღრიცხვის ნაწილშიც. ონლაინ გაყიდვების ზრდასთან ერთად, მომხმარებლისთვის ისეთი პროდუქტის შეთავაზებაა საჭირო, რომელიც მას შეძენის პროცედურას უმარტივებს და მაქსიმალურად უსაფრთხოა. სწორედ აქედან გამომდინარე, ბმულით გადახდა მომხმარებლისთვის საჭირო კომფორტის შესაქმნელად ძალიან მნიშვნელოვანია", — ამბობს ირინა გლოველი.

თუ ჯერ არ გაგიაქტიურებიათ ბმულით გადახდის სერვისი, ამას ბიზნეს მენეჯერიდან მარტივად შეძლებთ. გადახდის მეთოდებში უნდა აირჩიოთ ბმულით გადახდა და კი "ახალი ბმულის შექმნას" დააჭიროთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები