გერმანული ავტოკონცერნი BMW ახალი დირექტორის ძიებაშია. ჰერალდ კრიუგერი, რომელიც ფირმას ხელმძღვანელობდა, კონტრქტს აღარ აფორმებს და კომპანიას 2020 წლის აპრილში დატოვებს.
მანამდე კი, მიუნხენურმა ავტომწარმოებელმა ახალი ხელმძღვანელი უნდა შეარჩიოს და დაამტკიცოს. როგორც გერმანული გამოცემები იუწყებიან, ამ ეტაპისთვის BMW -ში კანდიდატურა შერჩეული არ ჰყავთ, თუმცა ძიება აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. საკითხს კომპანიის გაფართოებულ სხდომაზე 18 ივლისს განიხილავენ.
ჰერალდ კრიუგერი ხელმძღვანელის პოსტზე 2014 წლის ბოლოს დაინიშნა. მისი დირექტორობის პერიოდში BMW-მ ყველაზე გაყიდვადი მდიდრული ავტომწარმოებლის პოზიცია დაკარგა. კომპანიას სახარბიელო მდგომარეობა არც გაყიდვების კუთხით ჰქონდა.
დღეს გავრცელებული სიახლის შემდეგ BMW-ს აქციების ფასი საფონდო ბირჟებზე 0,6 %-ით შემცირდა.

























