BMW და Jaguar Land Rover ელექტრო ავტომობილების წარმოებას ერთობლივად იწყებენ.
შესაბამის დოკუმეტს ავტოკონცერნებმა ხელი უკვე მოაწერეს.
როგორც დღეს BMW-ში გამართულ ბრიფინგზე კომპანიის განვითარების ხელმძღვანელმა კლაუს ფროლიხმა განაცხადა, გერმანული და ბრიტანული ავტოკონცერნების ერთობლივი მუშაობის მიზანი, ხარისხიანი ელექტრო ავტომობილების შექმნაა, რომლებსაც ბაზარზე მალე გაიტანენ.
ახალი გადაწყვეტილებით, მხარეები თანხებსაც გაინაწილებენ და პროდუქციის მასშტაბურ წარმოებაზე იზრუნებენ.
„კოოპერაცია წარმატების გასაღებია, Jaguar Land Rover -ის სახით ვიპოვეთ პარტნიორი, რომელთან ერთადაც ელექტრო ავტომობილების მომავალ თაობებზე ვიმუშავებთ. ერთად, გვაქვს შესაძლებლობა, მომხმარებლების სურვილები უფრო ეფექტურად შევასრულოთ’’, - დასძინა კლაუს ფროლიხმა.
როგორც ცნობილია, bmw 2025 წლისთვის ელექტრო და ჰიბრიდული ავტომობილების ბაზრის 25%-ის ათვისებას გეგმავს.

























