BMW გერმანიაში 176, 530 ავტომობილს უკან გაიწვევს. გადაწყვეტილების ბატარეის პრობლემების გამო მიიღეს. ბაზრიდან 2006-2011 წლებში გამოშვებულ X3-ებს, z4-ებსა და მე-3 სერიის ავტომობილებს გაიწვევენ.
გერმანული მედიის ინფორმაციით, ხარვეზი იმდენად დიდია, რომ არის რისკი იმისა, ელექტროსისტემა გადაიწვეს, რაც ავტომობილების ძრავის აფეთქების ალბათობასაც აჩენს. ამ ეტაპისთვის, მთლიანობაში, გერმანიის მასშტაბით, ბაზრებიდან 176,530 ავტომობილს სახელოსნოებში გადაიყვანენ და პრობლემის აღმოფხვრაზე ხელოსნები იმუშავებენ.
ცნობისათვის, ავტომობილის ბატარეის პრობლემის გამო ბრიტანეთში 2016 წელს მამაკაცი დაიღუპა. მაშინ საუბარი იყო, იმაზე, რომ ახალგაზრდა მამაკაცი BMW -ს ტექნიკურ ხარვეზს აღმოფხრვას ცდილობდა, რა დროსაც ძრავი აფეთქდა. ამის გამო, 2017-2018 წლებში ბრიტანეთის ბაზრებიდან მსგავსი მოდელის ავტომობილები გაიწვიეს.

























