20 მილიონიანი ინვესტიციით, „ჯი-თი მოტორსმა“ BMW-სა და MINI-ს უახლესი შოურუმის მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი. ჯამურად 8 806 კვ.მ მიწის ფართობზე იგეგმება 19 448 კვ.მ ფართობის შენობის აშენება, რომელიც ასევე მოიცავს შიდა გამწვანებულ სივრცეებს, დამატებით საპარკინგე ნაგებობებსა და სპეციალურად თანამშრომლებისთვის განკუთვნილ სპორტდარბაზს. პროექტზე BMW-ს გერმანელ არქიტექტორებთან ერთად ქართული არქიტექტორული კომპანია DEPHANI მუშაობს.
ინტერვიუერი: გიორგი ისაკაძე - BMG-ის გენერალური პროდიუსერი;
სტუმრები: პოლ დე კოღტუა - BMW Group-ის პრეზიდენტი/აღმოსავლეთ ევროპის&აფრიკის რეგიონი; თემურ უსტიაშვილი - “ჯი-თი მოტორსის" დირექტორი;