მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში 88 წლის პაციენტი გამოჯანმრთელდა

5eb4fcae2864f
ინგა მურუსიძე
08.05.20 10:35
845
ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში 88 წლის პაციენტი გამოჯანმრთელდა, - ამის შესახებ კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ მაკა სოლოღაშვილმა განაცხადა.

"დღეს ჩვენი კლინიკის ბოქსირებულ სექტორში 80 პაციენტი იმყოფება, 66 პაციენტი არის დადასტურებული დიაგნოზით. გვაქვს ერთი გამოჯანმრთელება 18 წლამდე ასაკის მოზარდის, ხოლო ერთი - 88 წლის პაციენტის. 10 პაციენტის მდგომარეობა არის საყურადღებო, ხოლო დანარჩენების მდგომარეობა მსუბუქია", - განაცხადა სოლოღაშვილმა.

ის გამოეხმაურა ასევე საგარეჯოს და ბოჭორიშვილის კლინიკაში მომუშავე მედიკოსის საკითხს. როგორც სოლოღაშვილმა განაცხადა, მას სწრაფი ტესტით ვირუსი დაუდასტურდა, თუმცა ახლა უტარდება ტესტი PCR მეთოდით და მხოლოდ ამის შემდეგ გაკეთდება ოფიციალური განცხადება, აქვს თუ არა მას ვირუსი.

სოლოღაშვილის თქმით, მასთან შემხებლობაში მყოფ კლინიკის 23 თანამშრომელს ტესტირება უკვე ჩაუტარდა და ვირუსი არავის დაუდასტურდა, ხოლო დანარჩენები, ვისთანაც მედიკოსს შეხება ჰქონდა, კარანტინშია გადასული იმ შემთხვევისთვის, თუ ვირუსი დადასტურდება.

"მედიკოსი, რომელიც საგარეჯოს და ბოჭორიშვილის კლინიკაში ერთდროულად მუშაობს, იმყოფება ბოქსირებულ კლინიკაში. დღეს მოხდება მისი გადამოწმება PCR კვლევით, ხოლო ამის შემდეგ გავაკეთებთ დასკვნას, დასტურდება თუ არა დიაგნოზი. ყოველ შემთხვევაში კონტაქტები შესწავლილია და კარანტინში იმყოფება ყველა, ხოლო თავად მედიკოსი არის იზოლაციაში და ელოდება ტესტის ჩატარებას", - განაცხადა სოლოღაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები