მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ბოდიშოპ კავკასია“ წლის ბოლომდე რეგიონში ახალი ფილიალების გახსნას გეგმავს

63f750e050a9c
სალომე ხიდურელი
26.02.23 21:20
808
„გვინდა, რომ საქართველოში არ დავტოვოთ არც ერთი ქალბატონი, ვისაც ჩვენს პროდუქტთან შეხება არ ექნება“, - ამის შესახებ „ბოდიშოპ კავკასიის“ გენერალური მენეჯერი ირინა ადეიშვილი გადაცემა „საქმიან დილაში“ საუბრობს და კომპანიის სამომავლო გეგმების შესახებ ყვება.

„2023 წლის ბოლომდე აზერბაიჯანში კიდევ უფრო გააქტიურებას ვგეგმავთ, ფილიალების დამატება გვინდა სომხეთშიც. ასევე, საქართველოშიც ვაპირებთ, რომ წლის ბოლომდე სულ ცოტა 7 ფილიალი გვქონდეს, ანუ 2 ფილიალის დამატება გვინდა.

რაც მთავარია, წლის ბოლომდე აუცილებლად გავუშვებთ „ბოდი შოპის“ ოფიციალურ ვებგვერდს, საიდანაც მთელი საქართველოს მასშტაბით მომხმარებელი პროდუქციას ელექტრონულად გამოიწერენ“, - აცხადებს ირინა ადეიშვილი.

შეგახსენებთ, რომ „ბოდიშოპ კავკასია“ ქართულ ბაზარზე 2019 წლის ბოლოს გამოჩნდა და ამ დრომდე თბილისსა და ბათუმში ხუთს, ხოლო ბაქოსა და ერევანში ოთხ ბრენდულ მაღაზიას მართავს.

გარდა ამისა, „ბოდი შოპის“ პროდუქცია იყიდება „ჯი-პი-სისა“ და „ფარმადეპოს“ სააფთიაქო ქსელებშიც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები