“ბოდო” ესტონური ფესვების მქონე ქართული, საერთაშორისო დონის კომპანიაა, რომელმაც სულ რაღაც ორი თვეა, ე. წ. “დარქ სთორები” გახსნა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მომხმარებლებს შეუძლიათ შეიძინონ პროდუქტები სახლიდან გაუსვლელად აპლიკაციის მეშვეობით, თანაც არ არიან შეზღუდულები შეკვეთის რაოდენობაში და კურიერის მომსახურებაც უფასოა.
მსგავსი ტიპის კომპანია აქამდე საქართველოში არ არსებობდა, თუმცა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში აღნიშნული ბიზნეს მოდელი უკვე წლებია აპრობირებულია და მომხმარებელს სრულ კომფორტს უქმნის. მოკლედ რომ ვთქვათ, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გახსნილი სუპერმარკეტები მომხმარებელს სთავაზობს ინტერნეტ-ვაჭრობას, დროის დაზოგვისა და მაქსიმალური კომფორტის შექმნის მიზნით. ამისათვის კი საჭიროა, შესაბამისი აპლიკაცია BODO DELIVERY-ს გადმოწერა.
„პირველ რიგში, აღვნიშნავ იმას, რომ ჩვენ არ ვართ საკურიერო მომსახურების კომპანია… გვაქვს ერთგვარი საწყობები, სადაც მომხმარებელი ვერ შედის, არამედ მხოლოდ ინტერნეტით შეუძლია სასურველი პროდუქტის შეძენა. ჩვენი ძირითადი მიმართულება საკვებია და რადგანაც ეტაპობრივად მთელი თბილისის მასშტაბით ვხსნით ჩვენს “დარქ სთორებს”, შეიძლება ითქვას, ყველა უბანს თავისი სასურსათო მაღაზია ექნება ჩვენი სახით. ამ ეტაპზე ტექნიკური მიზეზის გამო შეკვეთის მინიმალური თანხა არის 2 ლარი, თუმცა ახლო მომავალში მომხმარებელი არც პროდუქტის რაოდენობასა თუ ღირებულებაში იქნება შეზღუდული. თქვენ შეგეძლებათ შეუკვეთოთ თუნდაც ერთი ბოთლი ლუდი, ან თქვენთვის სასურველი ნებისმიერი პროდუქტი ყოველგვარი მინიმალური ზღვარის დაწესების გარეშე“ - აცხადებს კომპანიის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, დავით ლალაიანი.
ბოდოს თითოეული „დარქ სთორი“ დედაქალაქის მასშტაბით ისეა განლაგებული, რომ შეკვეთა ლოკაციის მიხედვით დახარისხდეს, რაც საბოლოოდ, მიტანის სერვისის უმოკლეს დროს უზრუნველყოფს. ამჟამად თბილისის მასშტაბით 7 მარკეტია — საბურთალო, ვაკე, გლდანი, დიღომი, მუხიანი, ვაზისუბანი, ვარკეთილი. უახლოეს მომავალში კი 30-მდე გაფართოება იგეგმება.
კომპანიის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა სწორედ სისწრაფეა.
რაც შეეხება ხარისხს, ონლაინ-მარკეტში შეგიძლიათ, შეიძინოთ ევროპული თუ ადგილობრივი წარმოების ხორცისა და რძის პროდუქტები, ბავშვთა კვება, ჰიგიენური საშუალებები, საყოფაცხოვრებო ნივთები, ნახევარფაბრიკატები, მზა საკვები, ცხოველთა საკვები და ა. შ. “ბოდოს” ხარისხის მენეჯერები, დღის განმავლობაში ორჯერ ამოწმებენ პროდუქტის შენახვის პირობებს. ასევე, პერიოდულად მოწმდება პროდუქტის ვარგისიანობა და ვადაც, რითაც მომსახურების სისწრაფესთან ერთად, მომხმარებლამდე ხარისხიანი და ჯანსაღი პროდუქტის მიწოდებაა უზრუნველყოფილი. “დარქ სთორების” სივრცეში განთავსებულია აფთიაქიც. რეალურად, “ბოდოს” “დარქ სთორები” სტანდარტული სუპერმარკეტისგან მხოლოდ იმით განსხვავდება, რომ მომხმარებლები მის სივრცეს არ სტუმრობენ და სასურველ პროდუქტს ინტერნეტმომსახურებით არჩევენ.
„საკმაოდ კარგი სტარტი გვქონდა ნამდვილად. კომპანიის მუშაობის დაწყების დღიდან ჩვენმა რაიდერებმა მიიტანეს 12 000-ზე მეტი შეკვეთა და გაიარეს 70 000-მდე კმ. ყველაზე დატვირთულ დღეებში შეკვეთების რაოდენობა 500-ს აღემატება, მიტანის დრო კი დავიყვანეთ 15-17 წუთამდე. „ბოდო დელივერის“ დირექტორი ირაკლი შენგელია.
როგორც კომპნიის დამფუძნებლები ამბობენ, “ბოდოს” ბაზარზე შემოსვლის მთავარი მიზანი საქართველოში ხარისხიანი, სწრაფი და ევროპული სტანდარტის მომსახურების სერვისის დამკვიდრებაა.
რაც შეეხება იდეას, ის საჭიროებიდან წამოვიდა… რეალურად, “დარქ სთორები” ნებისმიერი ადამიანისთვისაა განკუთვნილი და თითოეულ მათგანს სრულ კომფორტს სთავაზობს.