ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტომ (EASA) და დიდი ბრიტანეთის სამოქალაქო ავიაციის ორგანომ (CAA) Boeing-ი 737 Max-ის თვითმფრინავის ევროპაში ფრენების განახლების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო, აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე Boeing 737 Max ევროპასა და ბრიტანეთში ფრენებს უახლოეს მომავალში განაახლებს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
მარეგულირებლების განცხადებით, ამჟამად თვითმფრინავი სრულიად უსაფრთხოა, რადგან ახალი სერტიფიცირების წესების თანახმად, არსებულ თვითმფრინავებს განახლებული კომპიუტერული პროგრამები, შეცვლილი გაყვანილობა და კაბინის აპარატურა აქვთ.
ამასთან, ორივე მარეგულირებელი აცხადებს, რომ Boeing 737 Max-ის თვითმფირნავები, რომლებმაც წარმატებით გაართვეს თავი ტესტირების რეჟიმში შესრულებულ ფრენებს, გარკვეული პერიოდი მუდმივი მონიტორინგის ქვეშ იქნებიან.
შეგახსენებთ, Boeing 737 Max-ი რამდენიმე წლის წინ მომხდარი ორი ავიაკატასტროფის შემდეგ ბაზარზე აღარ ოპერიდებდა. ამ მოდელის თვითმფრინავი ეთიოპიაში 2019 წლის მარტში ჩამოვარდა და ბორტზე მყოფი 149 მგზავრი და ეკიპაჟის 8 წევრი დაიღუპა. Boeing 737 MAX 8-მა კი ავიაკატასტროფა 2018 წლის ნოემბერში განიცადა. მაშინ 189 ადამიანი დაიღუპა.