Boeing 737 MAX-ი ავიაბაზარს უბრუნდება. American Airlines-ი კი Boeing 737 Max-ის უსაფრთხოების დასამტკიცებლად საცდელ ფრენებს გამართავს, რომლის მიზანია მომხმარებლების დარწმუნება. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, Boeing 737 MAX-ს საკუთარ საავიაციო ფლოტში ამ ეტაპზე ორი ავიაკომპანია აბრუნებს, ესეინია American Airlines-ი და Air Canada. American Airlines-ი აღნიშნული მოდელით ფრენებს ნიუ-იორკიდან მაიამის მიმართულებით 29 დეკემბრიდან შეასრულებს.
ხოლო რაც შეეხება Air Canada-ს, ავიაკომპანია Boeing 737 MAX-ით ფრენებს გეგმავს სამ კანადურ აეროპორტსა (ტორონტო, ვანკუვერი, მონრეალი) და აშშ-ის 4 აეროპორტში (ლოს-ანჯერელესი, სიეტლი, სან-ფრანცისკო, პალმ სპრინგი, კალიფორნია). Air Canada Boeing 737 MAX-ით ფრენებს აღნიშნული მიმართულებით 28 დეკემბრიდან შეასრულებს.
შეგახსენებთ, რომ Boeing 737 Max ეთიოპიაში 2019 წლის მარტში ჩამოვარდა. თვითმფრინავის ბორტზე მყოფი 149 მგზავრი და ეკიპაჟის 8 წევრი დაიღუპა. ამ ავიაკატასტროფის შემდეგ Boeing 737 Max-ის ფრენები თავიანთ საჰაერო სივრცეში აკრძალა აშშ-მა, ჩინეთმა, ევროკავშირმა და სხვა ქვეყნებმა. Boeing 737 MAX 8-მა ავიაკატასტროფა 2018 წლის ნოემბერშიც განიცადა. მაშინ 189 ადამიანი დაიღუპა.