მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Boeing ბოლო 30 წელიწადში ყველაზე მასშტაბური გაფიცვის წინაშეა

Boeing
BM. GE
04.08.25 14:12
478

ამერიკული საავიაციო გიგანტის თავდაცვის დეპარტამენტის თანამშრომლები, რომლებიც სენტ-ლუისის ქარხანაში ავიაგამანდგურებლებს აწარმოებენ, ორშაბათიდან გაიფიცნენ. საუბარია 3,200 დასაქმებულზე, რომლისთვისაც კონტრაქტის განახლებული პირობები მიუღებელი აღმოჩნდა.

ახალი ოთხწლიანი კონტრაქტი 40%-ით გაზრდილ ხელფასებს ითვალისწინებს და პირობას, რომ თუ დასაქმებულები არ გაიფიცებიან და ახალ პირობებს დასთანხმდებიან $5,000 ოდენობის ბონუსს მიიღებენ. საავიაციო სექტორის პროფესიული კავშირების განცხადებით, დასაქმებულები “იმსახურებენ ისეთ კონტრაქტს, რომელიც ასახავს მათ უნარებს, თავდადებასა და იმ კრიტიკულ როლს, რომელსაც ისინი ეროვნული თავდაცვის საკითხებში თამაშობენ”.

ექსპერტთა მოსაზრებით, მიმდინარე გაფიცვა ამერიკული ავიამწარმოებლისთვის დიდი დარტყმაა, რომლის რეპუტაციაც ბოლო წლების განმავლობაში საკმაოდ შეირყა. საუბარია საავიაციო უსაფრთხოების სტანდარტების დარღვევაზე. აშშ-ის ტრანსპორტის მდივნის, შონ დუფის განცხადებით, Boeing-მა ამერიკელი ხალხის ნდობა მარტში დაკარგა, როდესაც “ალასკას ავიახაზების” Boeing 737 ჩამოვარდა, ამას ემატება 2018 და 2019 წელს მომხდარი ორი ავიაკატასტროფა, რომელსაც ჯამში 346 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ისევე როგორც 12 ივნისს ინდოეთში მომხდარი ტრაგედია, სადაც ასევე Boeing 787-ის ძრავი აფეთქდა.

Boeing-ის სენტ-ლუისის ქარხანა F-15-ისა და F/A-18 ტიპის ავიაგამანდგურებლებს, T-7 ტიპის სასწავლო თვითმფრინავს, აშშ-ის ფლოტის მიერ შეკვეთილ დრონებს (MQ-25), სარაკეტო დანადგარებსა და საავიაციო ტყვია-წამალს აწარმოებს. გარდა ამისა, Boeing-მა ახლახან ახალი თაობის ავიაგამანდგურებლის, F-47-ის წარმოებასთან დაკავშირებით სახელმწიფო კონტრაქტის დადება შეძლო, სადაც მისი მთავარი კონკურენტი, Lockheed Martin დაამარცხა.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები