მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Boeing-ის მესამე კვარტალის ზარალი $6 მილიარდს აღწევს

bo

თვითმფრინავების მწარმოებელმა Boeing-მა 2024 წლის მესამე კვარტალში $6-მილიარდიანი ზარალი დააფიქსირა, რაც რეკორდულია პანდემიური 2020 წლის შემდეგ, როდესაც საფრენ აპარატებზე მოთხოვნა საერთოდ არ იყო. ამის შესახებ CNBC იტყობინება.

კომპანიამ მესამე კვარტალის ანგარიში რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა. Boeing-ის შემოსავალი, დოკუმენტის თანახმად, $17.8 მილიარდია. ამასთან, კომპანიამ აქციებზე $9.97-იანი კლება დააფიქსირა, საოპერაციო ფულადი სახსრების გადინებამ კი $1.3 მილიარდი შეადგინა.

ზარალის $4-მილიარდიანი წილი კომერციული თვითმფრინავების დეპარტამენტზე მოდიოდა. ეს შედეგი მნიშვნელოვნად აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებს, როდესაც Boeing-ს დანაკარგებმა, ამ მიმართულებით, $678 მილიონი შეადგინა. ზარალის ეს მოცულობა კომპანიის მიერ თვითმფრინავის ახალი მოდელების, 777x-ისა და 676-ის გამოშვების 2026-27 წლებამდე გადადებას უკავშირდება.

თავდაცვის დეპარტამენტის ზარალმა $2.4-მილიარდიანი ზარალი დააფიქსირა, დაახლოებით 2-ჯერ მეტი, ვიდრე 2023 წლის მესამე კვარტალში, როცა კომპანიის თავდაცვის განყოფილებამ $924 მილიონით იზარალა. აღნიშნული შედეგები კოსმოსური ხომალდის, Starliner-ის წარუმატებლობასთანაა დაკავშირებული. გასულ თვეს კაფსულა საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან NASA-ს კოსმონავტების გარეშე დაბრუნდა.

Boeing-სთვის წარუმატებელი წელი ჯერ კიდევ იანვრიდან დაიწყო, როდესაც კომპანიის წარმოებულ 737 Max 9 მოდელს "ალასკას ავიახაზების" რეისის შესრულებისას ჰაერში კარი მოწყდა. კომპანია წელს სამუშაო ძალის 10%-იანი შემცირებით დახურავს და 170 000-მდე თანამშრომელს გაათავისუფლებს, მანამდე კი Boeing-ის ამჟამინდელი თანამშრომლები, რომლებიც რამდენიმე კვირაა გაფიცულები არიან, კონტრაქტის ახალ პირობებს უყრიან კენჭს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები