მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Boeing-ის შეკვეთები მინიმუმზეა

5cdd0e9f9fd1e
მიშა ხაჩიძე
16.05.19 11:16
1203
თვითმფრინავების მწარმოებელი ამერიკული კომპანია Boeing- ის შეკვეთები ნულზე დაეცა. კონცერნის ფინანსური ანგარიშის თანახმად, რომელიც გუშინ გამოაქვეყნდა, წარმოებას 2019 წლის მარტის შემდეგ, არცერთი შეკვეთა აღარ მიუღია. მიზეზად მარტის დასაწყისში, ეთიოპიაში Boeing 737 Max -ის ავაიაკატასტროფა სახელდება, რომელსაც ლაინერის 149 მგზავრი და ეკიპაჟის 8 წევრი ემსხვერპლა.

Business Insider-ის ცნობით, აღნიშნული ავიაკატატსროფის შემდეგ Boeing-ის რეპუტაცია საგრძნობლად დაეცა, კომპანიის ზარალმა ამ დროის მონაცემებით, $1 მილიარდი შედგინა.

შეგახსენებთ, რომ ეთიოპიაში Boeing 737 MAX-ის ლაინერის ჩამოვარდნის გამო, კომპანიის ფრენები თავიანთ საჰაერო სივრცეში აშშ-მა, ჩინეთმა და ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანამაც აკრძალა.

ვარაუდობდნენ, რომ აკრძალვა აგვისტომდე გაგრძელდებოდა, თუმცა The Wall Street Journal სანდო წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ფრენებზე შეზღუდვა ისევ ძალაში დარჩება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები