მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

BOEING-ისთვის, ბიზნესკლასის სავარძლების კარკასი თბილისის თიზ-ში შეიქმნება - სოსო ნიბლაძე

სოსო ნიბლაძე

"მსოფლიო ავიაინდუსტრიის ერთ-ერთი ლიდერი კომპანიის BOEING-ისთვის, ბიზნესკლასის სავარძლების კარკასი თბილისის თიზ-ში შეიქმნება“ - ამის შესახებ BMGTV-ის გადაცემა #რედაქტ2-ში სოსო ნიბლაძემ განაცხადა. თბილისის თიზ-ის მფლობელი კომპანია „ზოტი ჰოლდინგის“ მმართველი პარტნიორის თქმით, ინდუსტრიულ ზონაში საპილოტე რეჟიმში ოპერირება გერმანულმა კომპანიამ დაიწყო, რომელიც მსოფლიო ავიაინდუსტრიის ერთ-ერთი ლიდერთან BOEING-თან თანამშრომლობს.

მისი ინფორმაციით, რკინის კონსტრუქცია, რომელიც სატესტო რეჟიმში უკვე იწარმოება საკმაოდ მაღალტექნოლოგიურია და მიუხედავად იმისა, რომ მასშტაბები ჯერჯერობით მცირეა, ამ პროექტის მნიშვნელობა ძალიან დიდია. სოსო ნიბლაძის თქმითვე, გერმანელი ინვესტორი ადასტურებს მზაობას, რომ წარმოების სრული ციკლი თბილისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ამოქმედდეს.

„მოდელი თანამშრომლობის არის შემდეგი, თიზ-ის ადმინისტრაცია ახორციელებს ინვესტიციას ინფრასტრუქტურაში, შენობა-ნაგებობაში, კომუნიკაციებში. ინვესტორი, გერმანული კომპანია ახორციელებს ინვესტიციას საწარმოო სიმძლავრეების მიმართულებით. ინვესტიციის ჯამური მოცულობა მიმდინარე ეტაპზე $3 მილიონია, რომელიც თითქმის თანაბრად არის გაყოფილი ორივე მხარეზე“, - განაცხადა სოსო ნიბლაძემ.

ინფორმაციისთვის, თავისუფალი ინდუსტრიული ზონა (თიზ) არის საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული თავისუფალი ზონის სახეობა, სადაც დამატებითი პირობები და საგადასახადო შეღავათები მოქმედებს. თბილისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა 2016 წლიდან ფუნქციონირებს. აღნიშნულ პროექტში „ზოტი ჰოლდინგი“ 2023 წლის აპრილში შევიდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები