მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Boeing, Lucid, Intel, Epam, Nike - ბირჟებზე საუკეთესო შედეგების მქონე კომპანიები გასულ 24 საათში

62600ee11b59e
გიორგი თოლორდავა
20.04.22 19:49
1915
გასულ 24 საათში ამერიკულ საფონდო ბირჟებზე აღმასვლის საკმაოდ ძლიერი ტენდენცია დაფიქსირდა. აშშ-ის 500 უმსხვილესი კომპანიის აქციები (S&P 500) დაახლოებით 1.6%-ით გაიზარდა; Nasdaq-ის ინდექსის ღირებულებამ 2.1%-ით მოიმატა, Dow Jones-ის ღირებულება კი 1.4%-ითაა გაზრდილი.

ზოგადი საფონდო ბირჟის აღმასვლის ფონზე, გამორჩეულ შედეგებს აჩვენებენ მსხვილი ამერიკული კომპანიები: Nike (+4.1%); Boeing (+3.4%); Disney (+3.2%); Johnson&Johnson (+3.1%); Intel (+2.8%); 3M (+2.7%).

გასული 24 საათი განსაკუთრებით წარმატებული საბანკო-საფინანსო სექტორში წარმოდგენილი ორგანიზაციებისთვის აღმოჩნდა. Signature Bank-ის აქციების ფასი 8.1%-ითაა გაზრდილი; 6.8%-ით მოიმატა Citizens Financial-ის საბაზრო კაპიტალიზაციამ; SVB Financial-ის აქციები 6.6%-ითაა გაზრდილი; აშშ-ის ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკის JPMorgan Chase-ის საბაზრო ღირებულება კი 2.1%-ით გაიზარდა.

მკვეთრად, თითქმის 5.4%-ითაა გაზრდილი ელექტრომობილების მწარმოებელი კომპანიის, LUCID-ის აქციების ღირებულება. კომპანია გეგმავს, რომ LUCID Air-ით კონკურენცია Tesla Model S-ს გაუწიოს, რომელიც უკვე დიდი ხანია პრემიუმ-კლასის ელექტრომობილების ბაზარზე ლიდერობს.

საფონდო ბირჟებზე გამორჩეული შედეგები ჰქონდათ S&P-ის ინდექსში წარმოდგენილი სხვა მსხვილ კომპანიებსაც: ABIOMED (+7.3%); Generac (+7.2%); Intuitive Surgical (6.7%); EPAM (+5.9%); Wynn Resorts (+5.9%); Carmax (+5.7%)

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე კვირა კვარტალური ანგარიშების გამოქვეყნებითაა დატვირთული და ინვესტორთა ყურადღების ცენტრშიც სწორედ ის კომპანიები ექცევიან, რომელთაც გამორჩეულად კარგი ან უაღრესად არასახარბიელო შედეგები აქვთ.

20 აპრილს კვარტალურ შედეგებს აქვეყნებენ: Tesla, Nasdaq, P&G, Abbott, GATX.
21 აპრილს: American Airlines, AT&T, Philip Morris, Union Pacific.
22 აპრილს: American Express, Verizon, SAP, Cliffs.

საინვესტიციო შესაძლებლობა:

გასულ წელს საქართველოს ბანკმა Galt&Taggart-თან თანამშრომლობით შექმნა ინვესტირების სპეციალური პლატფორმა, რომელიც მობილბანკითაა ხელმისაწვდომი და მომხმარებელს ამერიკულ საფონდო ბირჟებზე ათასობით კომპანიის აქციითა და ფასიანი ქაღალდით ვაჭრობის შესაძლებლობას აძლევს, ინვესტირების დაწყება კი 1 დოლარითაც არის შესაძლებელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები