მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Boeing-მა 737 Max-ის წარმოება განაახლა

5ecf8824c194a
ნათია თაქთაქიშვილი
28.05.20 21:00
1187
ამერიკულმა საავიაციო გიგანტმა Boeing-მა იანვარში შეჩერებული პრობლემური (2019 წელს ორი კატასტროფის შედეგად 346 ადამიანი დაიღუპა) Boeing 737 Max-ის მოდელის წარმოება განაახლა, ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.

გამოცემის ცნობით, ასეთი გადაწყვეტილება ხელმძღვანელობამ იმის მიუხედავად მიიღო, რომ კომპანიას ავიაციის ფედერალური სამსახურისგან ამ თვითმფრინავებით ფრენის განახლების უფლება მიღებული ჯერ არ აქვს. კომპანიაში იმედოვნებენ, რომ ნებართვას 2020 წლის შუა პერიოდისთვის მიიღებენ.

კომპანია იძულებულია განაახლოს წარმოება, ვინაიდან წინააღმდეგ შემთხვევაში საწარმოო ჯაჭვის გაწყდება და მრავალი კომპანია, რომელიც Boeing-ს დეტალებით ამარაგებს, გაკოტრდება.

„დეტალების მწარმოებელთა გარეშე არაფერი გამოვა, ასაწყობიც აღარაფერი იქნება“, - განაცხადა Boeng-ის გენერალურმა დირექტორმა დევიდ კელჰუნმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები