მსოფლიოს ერთ-ერთ უმსხვილეს საავიაციო კორპორაცია ბოინგს, ისეთი თვითმფრინავის შექმნა სურს, რომელიც ხუთჯერ უფრო სწრაფი იქნება, ვიდრე ბგერის გავრცელების სიჩქარეა. რეაქტიული თვითმფრინავი მგზავრებს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მაქსიმუმ სამ საათში ჩაიყვანს.
მისი მაქსიმალური სიჩქარე 3800 მილია საათში, შესაბამისად, ნიუ–იორკიდან - ლონდონამდე მოგზაურობისთვის საჭირო დრო 120 წუთამდე შემცირდება, იმ დროს როდესაც დღევანდელი მდგომარეობით თვითმფრინავები აღნიშნულ მანძილს, 7 საათში ფარავენ.
როგორც კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, ახალი თვითმფრინავის კონცეფცია ჯერ კიდევ განხილვის სტადიაშია და ყველა ის ტექნიკური პრობლემა, რომელიც შესაძლოა რომ წარმოიშვას, პროტოტიპის გამოშვებამდე განიხილება და გადაიჭრება. ამ იდეის რეალობაში განსახორციელებლად კი, მათ დაახლოებით 20 წელი დასჭირდებათ.
წყარო

























