მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

BOG Asset Management-მა კორპორატიული საკრედიტო პორტფელის ფონდის პირველი ტრანში $20.0 მილიონამდე ოდენობით წარმატებით განათავსა

BOG Asset Management-მა კორპორატიული საკრედიტო პორტფელის ფონდის პირველი ტრანში $20.0 მილიონამდე ოდენობით წარმატებით განათავსა 
31.10.25 17:49
113

აქტივების მართვის კომპანია BOG Asset Management-მა, Galt & Taggart-ის მხარდაჭერით კორპორატიული საკრედიტო პორტფელის ფონდის პირველი ტრანში, 20.0 მილიონამდე აშშ დოლარის ოდენობით წარმატებით განათავსა.

როგორც „Lion Finance Group“-ის წევრი, კომპანია BOG Asset Management საინვესტიციო ფონდებს სთავაზობს მაღალი ხარისხის აქტივების მართვის მომსახურებას და ორიენტირებულია ინვესტორების ინტერესებზე მორგებულ საინვესტიციო პროდუქტების შექმნაზე.

“BOG Asset Management-ის მიერ კორპორატიული საკრედიტო პორტფელის ფონდის პირველი ტრანშის განთავსება მნიშვნელოვანი მიღწევაა, რაც ინვესტორების ძლიერ ნდობას ასახავს და ფონდის მიერ შეთავაზებულ უნიკალურ საინვესტიციო შესაძლებლობას უსვამს ხაზს. მოხარული ვართ, რომ ინვესტორებს ადგილობრივ საბანკო საკრედიტო ბაზარზე ვაძლევთ უნიკალურ შესაძლებლობას მიიღოს სარგებელი მაღალი ხარისხის კორპორატიული სესხების დივერსიფიცირებული და დინამიურად მართული პორტფელიდან. უახლოეს მომავალში ინვესტორებს არაერთ სიახლეს შევთავაზებთ”, - აცხადებს ნიკა მეგუთნიშვილი, BOG Asset Management-ის დირექტორი.

BOG Asset Management ლიცენზირებული აქტივების მართვის კომპანიაა, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მოქმედებს და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგულირდება. BOG Asset Management ინვესტორებს გრძელვადიანი ფინანსური მიზნების მიღწევაში ეხმარება და ამას გონივრული საინვესტიციო სტრატეგიებისა და კლიენტზე ორიენტირებული პროდუქტების მეშვეობით ახორციელებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები