მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

BOG: ეროვნული ბანკის ბოლო რეგულაცია საკმაოდ მკაცრია

5ae19cab21a5d
ლევან თაღიაშვილი
26.04.18 13:46
2398

საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის კახა კიკნაველიძის განცხადებით, ეროვნული ბანკის ახალი რეგულაცია საკმაოდ მკაცრია და მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს ბაზარზე.

"ეროვნული ბანკის ინიციატივის გვესმის და ვემხრობით, თუმცა ეს ბოლო რეგულაცია, მე ვფიქრობ, საკმაოდ მკაცრია და ასეთი ფორმით საკმაოდ მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს ბაზარზე. ამიტომ ჩვენ დღეს უკვე გვაქვს კონსულტაციები ეროვნულ ბანკთან. 1 ივნისამდე მისცეს ვადა კომერციულ ბანკებს, რომ წარადგინონ თავიანთი ხედვა თუ რა გავლენას მოახდენს ეს ახალი რეგულაცია ჩვენს ბიზნესზე, ჩვენს კლიენტებზე და ვფიქრობ, რომ გაცილებით უფრო ადრე ვიქნებთ მზად და იმედი მაქვს, შევჯერდებით ეროვნულ ბანკთან ერთად - განაცხადა კახა კიკნაველიძემ და აღნიშნა, რომ სესხების მოცულობაზე და მის ზრდაზე მნიშვნელოვანი გავლენა ექნება ახალ რეგულაციებს.  

 შეგახსენებთ, რომ კომერციულ ბანკებს 2018 წლის 7 მაისიდან კრედიტების გაცემა შეეზღუდებათ. ეროვნული ბანკის მოთხოვნის შესაბამისად, მათ სესხები მხოლოდ მომხმარებელთა გადამხდელუნარიანობის სრულფასოვანი ანალიზის შემდეგ უნდა გასცენ. ასეთი სესხების საერთო თანხა კომერციული ბანკის საზედამხედველო კაპიტალის 25%-ს არ უნდა აღემატებოდეს. შესაბამისი ცვლილებები შევიდა "კომერციულ ბანკებში კრედიტების კონცენტრაციისა და მსხვილი რისკების შესახებ დებულებაში."

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები