მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

BOG ესტონური მოდელის ბანკებისთვის გადავადებაზე: ჩვენ გვესმის ეს პოზიცია

5abcc0e619ca3
სალომე მეცხვარიშვილი
29.03.18 15:00
1808
საქართველოს ბანკის აღმასრულებელი დირექტორი კახა კიკნაველიძე ამბობს, რომ საბანკო სექტორისთვის მოგების გადასახადის ესტონურ მოდელზე გადასვლის გადავადების შესახებ მათთვის ცნობილი იყო. როგორც ის აცხადებს, საფინანსო სექტორზე რეფორმის 2019 წლიდან გავრცელების წინააღმდეგი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები იყვნენ, რადგან ბანკების მიერ გადახდილი გადასახადები საკმაოდ მაღალია.

„ჩვენთვის ეს გადავადება მოულოდნელი არ ყოფილა, ვიცოდით რა, საერთაშორისო ინსტიტუტების პოზიცია ამ თემასთან დაკავშირებით. იმდენად მნიშვნელოვანია ბანკების მიერ გადახდილი გადასახადი, რომ ისინი წინააღმდეგი იყვნენ საფინანსო სექტორის ესტონურ მოდელზე გადასვლის.

მე ვფიქრობ, რომ არგუმენტები არსებობს, გვესმის ეს პოზიცია. მნიშვნელოვნად პოზიტიური ფაქტორი უკვე ის არის, რომ კორპორატიული სექტორი გადავიდა ამ მოდელზე და ჩვენც, როგორც ამ სექტორის დამფინანსებელი, უკვე ვსარგებლობთ იმ უპირატესობით, რაც ამ მოდელს აქვს“,- აცხადებს კახა კიკნაველიძე.

როგორც ცნობილია, მოგების გადასახადის ესტონური მოდელი საფინანსო სექტორზე 2019 წლიდან უნდა გავრცელებულიყო, თუმცა, მთავრობის გადაწყვეტილებით ამ პროცესმა 2023 წლამდე გადაიწია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები