მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

BOG-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე: პუტინმა ამ ნაბიჯით დიდი შეცდომა დაუშვა"

5d11bd8ca6d6a
ლევან თაღიაშვილი
25.06.19 10:32
1410
"საქართველოს ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის ნილ ჯანინის განცხადებით, რუსეთის მიერ დაწესებულ ე.წ. „ტურისტულ ემბარგოს“ საქართველოზე გარკვეული ზეგავლენა აუცილებლად ექნება, თუმცა ის მთლიან კურსს ვერ შეცვლის.

ჯანინი ამბობს, რომ რუსეთმა ამ ნაბიჯის გადადგმით დიდი შეცდომა დაუშვა.


“რა თქმა უნდა, რუსეთის მიერ განხორციელებული ნაბიჯები ზეგავლენას მოახდენს საქართველოს ეკონომიკაზე, თუმცა ის მთლიან კურსს ნამდვილად ვერ შეცვლის. ემბარგო ცხადია ბევრ ტურისტს შეეხება და თქვენ უნდა ელოდოთ ცვლილებას მთლიან შიდა პროდუქტში. არ მგონია, რომ რუსეთის მხრიდან ეს ჭკვიანური ნაბიჯი იყო, რადგან რუსეთის პრეზიდენტმა საკუთარ მოქალაქეებს იმ ქვეყანაში მოგზაურობა შეუზღუდა, რომელიც მათ ძალიან უყვართ", - აცხადებს ის.

ცნობისთვის: ვლადიმერ პუტინის განკარგულებით, 8 ივლისიდან ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა იზღუდება. 

 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები