მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

BOG "ვალების განულებაზე": ჩვენთვის ეს კომერციული ტრანზაქციაა

5bf6761ad5dbb
ლევან თაღიაშვილი
22.11.18 13:31
963

საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, კახა კიკნაველიძემ ვალების ე.წ "განულების" პროცესთან დაკავშირებით, პირველი კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ეს მათი მხრიდან კომერციული ტრანზაქცია იყო. მისი თქმით, სიები ჯერჯერობით კიდევ ზუსტდება. კიკნაველიძის აზრით, ეს ნაბიჯი მნიშვნელოვნად შეამცირებს ვადაგადაცილებული მომხმარებლების დავალიანებას, კონკრეტული ხელშეკრულების დადება კი 3 დეკემბრისთვის იგეგმება.

 „საქართველოს ბანკმა მიაღწია წინასწარ შეთანხმებას ქართუ ჯგუფთან, ვადაგადაცილებული სასესხო პორტფელის გასხვისებასთან დაკავშირებით. ეს შეთანხმება მოიცავს ვალების ნაწილს, რომლებზეც ძირი თანხა 2000 ლარზე ნაკლებია. ეს იყო ჩვენი მხრიდან კომერციული ტრანზაქცია. ვფიქრობ, რომ ამ ტრანზაქციის შემდეგ მნიშვნელოვნად შემცირდება ვადაგადაცილებული მომხმარებლების დავალიანება. რაც შეეხება გარიგების დეტალებს, მათი დაანონსებისგან თავს შევიკავებდი, ჯერ კიდევ ზუსტდება სიები, მაგალითად შშმ პირების, რომლებიც დღეს არ გაგვაჩნია. 2018 წლის 1 იანვრამდე მსგავსი ვაგადაცილებაში ჩავარდნილი პორტფელის მთლიანად გაყიდვას ვაპირებთ. 3 დეკემბერს იგეგმება, რომ დეტალური ხელშეკრულება გაფორმდეს ამ საკითხთან დაკავშირებით.“ - განაცხადა კიკნაველიძემ

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები