მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

BOGG PLC  სომხეთის ნომერ პირველ ბანკთან შესაძლო ტრანზაქციაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს

საქბანკი
15.02.24 15:35
2636
სტატიაში საუბარია:

BOGG PLC "ამერიაბანკის" პოტენციურ შეძენასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს ადასტურებს.

"ამერიაბანკი" წამყვანი უნივერსალური ბანკია, რომელიც მრავალფეროვანი არხებისა და ციფრული პლატფორმების საშუალებით, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს სხვადასხვა საბანკო პროდუქტებსა და სერვისებს სთავაზობს. ის ყველაზე მსხვილი ფინანსური ინსტიტუტია სომხეთში.

BOGG PLC მზარდი ეკონომიკური მაჩვენებლების გათვალისწინებით, სომხეთს პოტენციური გაფართოებისთვის საინტერესო ბაზრად მიიჩნევს.

მოლაპარაკების წარმატების დასრულების შემთხვევაში, BOGG PLC ტრანზაქციის სტრატეგიულ მნიშვნელობასა და ამ გარიგების შესაძლო სინერგიაზე კიდევ უფრო დეტალურად ისაუბრებს.

აღსანიშნავია, რომ მოლაპარაკების დასრულების შემდეგ ეს ტრანზაქცია იქნება სომხეთში განხორციელებული ყველაზე დიდი დასავლური ინვესტიცია BOGG PLC ის მიერ რომლის აქციონერებიც არიან მსოფლიოს წამყვანი ისეთი საინვესტიციო ორგანიზაციები როგორიცაა: JP Morgan, BlackRock, Vanguard და ა.შ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები