რუსულ კანონს გასულ კვირას საქართველოს მსხვილი ბინზესების ნაწილმა მხარი დაუჭირა. კანონის" მხარდამჭერ ბიზნესებს შორის კი არქი, CELFIE, Wissol, Wendy’s, Dunkin’, Smart, Subway, ჯორჯიან მანგანეზი, მილდიანი, აიჯი დეველოპმენტი, VR ჰოლდინგი, KTW, თეთრი კვადრატი, ანაგი და ორბი ხვდებიან. შემოქმედებითი ინდუსტრიის წარმომადგენლები, კი იმ ბიზნესმენებსა და მათ დაფუძნებულ კომპანიებს, რომლებმაც "რუსულ კანონს" მხარი დაუჭირეს, ბოიკოტს უცხადებენ, - შესაბამისი განცხადება გასულ კვირას კრეატიულმა სააგენტოებმა გაავრცელეს. ბოიკოტს თითქმის ყველა ქართული, მსხვილი შემოქმედებითი სააგენტო უერთდება. მათ შორისაა კომპანია რედბერიც.