მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბოკერია-გვენეტაძეს : "თურმე მადლიერები უნდა ვიყოთ, ვინმე თუ კანონის მოთხოვნებს ასრულებს"

5c75007727aa6
ლევან თაღიაშვილი
26.02.19 13:04
1357
"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია უმრავლესობის მხრიდან გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის დროსაც არჩილ თალაკვაძემ სებ-ის პრეზიდენტს  კანონმდებლობის და რეგლამანტის ზედმიწევნით შესრულებისთვის მადლობა გადაუხადა. 

"მინდა, ამოვეხმაურო ამ საოცარ სულისკვეთებას; თურმე მადლიერები უნდა ვიყოთ, ვინმე თუ კანონის მოთხოვნებს ასრულებს. დიდი მადლობა საქართველოს მთავრობას, რომ პარლამენტი არსებობს და ოპოზიციას უფლება აქვს, რომ ილაპარაკოს; მადლობა, რომ კითხვის დასმის საშუალებას გვაძლევთ, მადლობა ბატონ ბიძინას, რომ ვარსებობთ",  - განაცხადა მან.

გიგა ბოკერიამ სებ-ის პრეზიდენტსაც მიმართა და უთხრა, რომ ის ვალდებულია, მივიდეს პარლამენტში და გააკეთოს განმარტებები.

"ვალდებული ხართ, რომ მოხვიდეთ, ეს "ევროპული საქართველოს" მოთხოვნა იყო. უმრავლესობის დიფირამები არის სამარცხვინო და პოლიტიკური უტიფრობა", - აღნიშნა ბოკერიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები