„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა გიგა ბოკერიამ ვიცეპრემიერ მაია ცქიტიშვილს კითხვით მიმართა.
ანაკლიის პორტის პროექტის ისტორიასა და მიმდინარე მდგომარეობის შესახებ მოხსენებით გამოსვლის შემდეგ, მაია ცქიტიშვილის კითხვები დეპუტატებმა დაუსვეს.
„როგორ აფასებთ ივანიშვილის განცხადებას იმ ბიზნესმენებთან დაკავშირებით, რომლებიც საკვანძო ფიგურები არიან ანაკლიის ღრმაწყლოვანი პროექტის მშენებლობასთნ დაკავშირებით და რომ ისინი ბოროტების განსახიერებად, ასევე ქვეყნის მტრებად გამოცხადნენ? ასევე იმ ფაქტს, რომ ადგილი ფულის გათეთრებას აქვს? როგორ აფასებთ კამპანიას, რომელიც ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში სოციალურ ქსელში წარმოებდა? ასევე შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებებს?
მიპასუხეთ, ამ ყველაფერმა შეუშალა თუ არა ხელი ანაკლიის ღრმაწყლოვანი პროექტის განხორციელებას?“, - მიმართა ბოკერიამ ცქიტიშვილს.

























