ენმ-ის დეპუტატის თქმით, კობა გვენეტაძემ თავი აარიდა სხვა დეპუტატების მიერაც დასმულ კითხვას თუ რატომ შემოიფარგლა სებ-ი "თიბისი ბანკის" გენერალური დირექტორის ვახტანგ ბუცხრიკიძის მხოლოდ გაფრთხილებით, როდესაც ბანკის დამფუძნებლების გადაყენება მოითხოვა.
"ბატონო კობა, სამწუხაროდ, ვერ მოვისმინე თქვენგან პასუხი, თანაც სხვა დეპუტატებმაც დასვეს ეს კითხვა - თუ შეგიძლიათ დაგვისახელოთ სხვა ასეთი ქეისი, სხვა პრეცედენტი, როდესაც 10 წლის წინანდელ ტრანზაქციაზე ეროვნულმა ბანკმა თქვენი ხელმძღვანელობის პერიოდში დაიწყო მოკვლევა და ერთი პრეცედენტი მაინც რომ დაგვისახელოთ, თუ გნებავთ, რომ დაგვაჯეროთ რომ ეს სრული შემთხვევითობაა და სრულიად შემთხვევით გაახსენდა ბატონ კობა გვენეტაძეს და ფინანსური მონიტორინგის სამსახურს, 2008 წლის ტრანზაქცია "თიბისი ბანკში". ჩემი აზრით, ეს ეჭვები რომ გაიფანტოს საზოგადოებაში, თქვენ რამდენიმე მაგალითი უნდა დაგვისახელოთ სხვა ასეთი შემთხვევებისა. ასევე არ გვიპასუხეთ იმასთან დაკავშირებით, რატომ მოხდა ვახტანგ ბუცხრიკიძის მხოლოდ გაფრთხილება, მაშინ როდესაც თანამდებობის დატოვება მოუწიათ ხაზარაძეს და ჯაფარიძეს?,"- ამბობს ბოკუჩავა.
შეგახსენებთ, რომ 2 აპრილს "თიბისი ბანკმა" ლონდონის საფონდო ბირჟაზე კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, ბანკის სამეთვალყურეო საბჭო მისმა დამფუძნებლებმა მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ოფიციალურად დატოვეს. საჯარო რეესტრში არსებული ცვლილება ჯერ არ ასახულა, რადგანაც იუსტიციის სამინისტრომ თიბისის მიერ გაგზავნილი განახლებული წესდება დაახარვეზა.