მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბოკუჩავა-ვოლსკის: უმრავლესობის ჩატში წყდება რიგგარეშე სხდომის მოწვევის საკითხი?

5cab17ba4488f
თელარა გელანტია
08.04.19 13:39
538
დეპუტატ თინა ბოკუჩავას შეფასებით, პარლამენტის რიგგარეშე სხდომა კანონდარღვევით იმართება.

ამის შესახებ მან პარლამენტის სხდომაზე განაცხადა და შესაბამისი კითხვით გია ვოლსკის მიმართა.

„ბატონო გია, მესმის, რომ თქვენ გიწევთ ირაკლი კობახიძის ნაცვლად პასუხის გაცემა, მაგრამ დღეს თქვენ ხართ სხდომის წამყვანი და მაინტერესებს - დაირღვა თუ არა 82-ე მუხლის მე-11 პუნქტი, სადაც არის კონკრეტული მოთხოვნა, რომ რიგგარეშე სხდომის ჩანიშვნის შესახებ პირადად უნდა ეცნობოს პარლამენტის ყველა წევრს. არც ჩვენს ფრაქციაში, არც სხვა ფრაქციაში, არც დამოუკიდებელ დეპუტატებს არ ეცნობათ აღნიშნული სხდომის შესახებ პირადად. მე მაინტერესებს, უმრავლესობის ჩატში მოვიდა ამ სხდომის შესახებ და ასე წყდება სხდომის მოწვევის და უფლებამოსილების საკითხები ზოგადად? პასუხს სანამ არ მივიღებთ, მართებული არ იქნება სხდომის გაგრძელება“, - მიმართა თინა ბოკუჩავამ რიგგარეშე სხდომის წამყვანს გია ვოლსკის.

თინა ბოკუჩავას გარდა, რიგგარეშე სხდომის შესახებ ინფორმაციის არქონაზე ისაუბრეს სხვა დეპუტატებმაც, მაგრამ მიუხედავად ასეთი პრეტენზიებისა, სხდომა მაინც დაიწყო.

პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე გრძელდება სებ-ის პრეზიდენტის კობა გვენტაძის მოსმენა, რომელიც “თიბისი ბანკისა“ და ახალი საბანკო რეგულაციების თაობაზე პარლამენტის წინაშე 5 აპრილის პლენარულ სხდომაზე წარსდგა, თუმცა მოსმენის დასრულება ვერ მოესწრო.

კობა გვენეტაძესთან დეპუტატებს შეკითხვები „თიბისი ბანკის“ გარშემო მიმდინარე მოვლენებისა და ახალი საბანკო რეგულაციების შედეგებთან დაკავშირებით აქვთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები