მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბოლივიამ ბილ გეითსს საჩუქარი დაუწუნა

57655d2d8762a
BM.GE
18.06.16 18:37
2396
ბოლივიამ ბილ გეითსს საჩუქარი დაუწუნა. ქვეყნის ხელისუფლებამ უარი თქვა მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანისგან დახმარების სახით ქათმების მიღებაზე, უფრო მეტიც, ქვეყანამ ამერიკელი მაგნატი ბოლივიის ეკონომიკის არცოდნაშიც დაადანაშაულა. აღსანიშნავია, რომ ბოლივია ყოველწლიურად 200 მლნ ფრთა ქათამს ამრავლებს, რომელთა ნაწილი ექსპორტზე გადის.
 
"როგორ შეუძლია იფიქროს, რომ 500 წლის წინანდელ განვითარების ეტაპზე ჩავრჩით, შუა ჯუნგლებში და არ ვიცით არაფერი წარმოებაზე", - განაცხადა ქვეყნის სოფლის მეურნეობის მინისტრმა სესარ კოკარიკომ.

შეგახსენებთ, Microsoft-ის დამფუძნებელმა ღარიბი ქვეყნების დასახმარებლად ახალი პროგრამის დაწყება დაანონსა, რომლის ფარგლებში მათ 100 000 ფრთა ქათამს აჩუქებს. წარმატებული ბიზნესმენი მიიჩნევს, რომ ქათმების მოშენება და გაყიდვა შესაძლოა სიღარიბესთან ბრძოლის ეფექტიანი და სწრაფი მეთოდი იყოს. მილიარდერის გათვლებით, ფერმერმა, რომელსაც სულ 5 ქათამი ჰყავს, შეუძლია 3 თვეში მათი რაოდენობა 40-მდე გაზარდოს, მისი წლიური შემოსავალი კი, 1000 აშშ დოლარზე მეტი იყოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები