ბოლივიაში 9 ტონამდე კოკაინი ამოიღეს, რომლის ფასიც $526 მილიონამდე გაიზრდებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ბოლივიის მთავრობის ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ამოღებული ნარკოტიკის ფასი ადგილობრივ შავ ბაზარზე $224 მილიონია, თუმცა ვარაუდობენ, რომ კოკაინი ევროპაში იგზავნებოდა, სადაც მისი ღირებულება თითქმის გაორმაგდებოდა.
ბოლივიის პრეზიდენტმა, ლუის არსემ დაწერა, რომ ნარკოტიკი სატვირთო მანქანებში, ხის იატაკის მასალებში იყო დამალული და სავარაუდოდ, ჰოლანდიაში იგზავნებოდა, სადაც მისი ფასი $526 მილიონამდე გაიზრდებოდა.
ოფიციალური პირების ინფორმაციით, ნარკოტიკების ამოღების ოპერაციის ფარგლებში, ოთხი სავარაუდო ნარკორეალიზატორიც დააკავეს.