მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბოლივიის პრეზიდენტი თანამდებობიდან გადადგა

5dc8fd3869880
მიხეილ ხაჩიძე
11.11.19 10:30
1543

ბოლივიის პრეზიდენტმა მასშტაბური საპროტესტო აქციების გამო, პოსტი დატოვა. საინფორმაციო სააგენტო Reuters-ის ცნობით, 10 ნოემბერს თანამდებობიდან გადადგომის გამოცხადებასთან ერთად, ევრო მორალესი ახალი არჩევნების ჩატარებას დათანხმდა.

„მივიღე გადაწყვეტილება და ვტოვებ პოსტს იმისთვის, რომ საფრთხე არ შეექმნას ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას“, - განაცხადა ბოლივიის ყოფილმა პირველმა პირმა.



საპრეზიდენტო არჩევნები ბოლივიაში 20 ოქტომბერს ჩატარდა. ქვეყნის უზენაესმა სასამართლომ გამარჯვებულად ევო მორალესი გამოაცხადა, თუმცა ოპოზიციამ შედეგები არ აღიარა. საარჩევნო პროცესში დარღვევებზე საუბრობდნენ დამკვირვებლებიც, რასაც ქვეყანაში მასობრივი პროტესტი მოჰყვა.



მომტინგეებმა 10 ნოემბერს სახელმწიფო მედიასაშუალებების შენობები დაიკავეს.  პრეზიდენტის დის სახლი კი, გადაწვეს. ამას წინ უსწრებდა ინციდენტი ბოლივიის ქალაქ ბინტოში, სადაც აქციის მონაწილეებმა ქალაქის მერს თმები შეჭრეს, ვარდისფრად შეღებეს და ქუჩაში ათრიეს. ფაქტის ამსახველი ვიდეო მსოფლიო მედიამ გაავრცელა.

 

მორალესი თითქმის 14 წლის განმავლობაში ბოლივიის მმართველია. ის პირველად პრეზიდენტად 2005 წლის დეკემბერში აირჩიეს. აღსანიშნავია, რომ მექსიკამ მას პოლიტიკური თავშესაფარი შესთავაზა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები