მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბოლნისი - ოქროსფერი ღვინის ქალაქი (R)

60e5866a07cd7
BM.GE
07.07.21 15:08
764

მეღვინეთა გაერთიანება „ღვინო ბოლნისის“ ორგანიზებით და კომპანია „არემჯის“ მხარდაჭერით, ბოლნისური ღვინოების პრეზენტაცია-დეგუსტაცია გაიმართა.

16 ბოლნისური მარნის 29 საუკეთესო ღვინო "ქართული ღვინის გილდიამ’’ საერთაშორისო OIV სტანდარტით შეაფასა და მათ დასაგემოვნებლად ბოლნისში ტექნოლოგები, სტუმარ-მასპინძლობის სექტორის წარმომადგენლები და დარგის ექსპერტები მოიწვია. 

სტუმრებს შორის იყო, გერმანიის ელჩი, ჰუბერტ ქნირში, „ბოლნისი - ოქროსფერი ღვინის ქალაქი, აღმოაჩინე ბოლნისური ღვინო“ ფარგლებში, მან ბოლნისის მუზეუმი და „არემჯის“ მიერ ბოლნისური მეღვინეობის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შეძენილი ძველი გერმანული სახლი მოინახულა. ელჩმა ხაზი გაუსვა ქართულ-გერმანული ღვინის სახლის შექმნის მნიშვნელობას რეგიონის განვითარებაში.

სტუმრებმა სპეციალურად ამ დღისთვის მოწვეული შეფის, მიშა ავსაჯანიშვილის მიერ მომზადებული ქვემო ქართლის ტრადიციული კერძები დააგემოვნეს. დღის ბოლოს კი მათ ელიას მთაზე მდებარე მამათა მონასტერი მოინახულეს და ბერების მიერ დაწურული ღვინო „ზედაშე“ გასინჯეს.

„ბოლნისი - ოქროსფერი ღვინის ქალაქი, არის უმნიშვნელოვანესი ღონისძიება ადგილობრივი მეღვინეებისთვის. ეს არის საუკუნის მოვლენა, რადგან 400 წელია არავის უსაუბრია ბოლნისურ ღვინოზე, დღეს კი ბოლნისურმა მეღვინეობამ მიაღწია იმ დონეს, რომ საჭიროა ფართო საზოგადოებას გავაცნოთ ეს ღვინოები, ეს ღონისძიებაც სწორედ ამას ემსახურება“, - განაცხადა „ბოლნისის ღვინის“ დამფუძნებელმა გურამ ავქოფაშვილმა.

,,არემჯი რამდენიმე წელია ახორციელებს ბოლნისელი მეღვინეების მხარდაჭერას და ხელს უწობს მათ განვითარებას. ვფიქრობ, ჩვენი ახალი პროექტით, თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადავდივართ. ჩვენ შევიძინეთ ძველი გერმანული სახლი, სადაც გაკეთდება ქართულ-გერმანული ღვინის სახლი. ამ ახალ სივრცეში ბოლნისელ მეღვინეებს, საშუალება ექნებათ წარმოადგინონ საუკეთესო ღვინოები და შესთავაზონ ისინი მომხმარებელს. სახლი თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ადგილობრივი ტურიზმის განვითარებას, დაეხმარება მეღვინეებს ღვინის რეალიზაციაში და სამომავლოდ გერმანიაში ქსპორტზე გატანაში“, - აღნიშნა არემჯის კორპორაციულმა დირექტორმა კახაბერ მჭედლიშვილმა.

მეღვინეთა გაერთიანება „ღვინო ბოლნისი“ 2018 წელს ჩამოყალიბდა და 35-მდე მცირე ტიპის საოჯახო მარანს აერთიანებს. ბოლნისელი მეღვინეების მიზანია ბოლნისში აღდგეს ძველი ქართული მეთოდით ქვევრში ღვინის დაყენების ტრადიცია.

გაერთიანებამ, კომპანია „არემჯისა“ და ბოლნისის მუნიციპალიტეტს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის შედეგად ბევრი საინტერესო და სასარგებლო პროექტი განხორციელდა. „არემჯი“ ხელს უწყობს მეღვინეთა გაერთიანებას, საუკეთესო ბოლნისური ღვინოების წარმოებასა და მათ პოპულარიზაციაში. თანამშრომლობის შედეგად, ბოლნისური მარნები სისტემატურად მონაწილეობენ ადგილობრივ თუ საერთაშორისო გამოფენა-კონკურსებში. გადიან სხვადასხვა საგანმანათლებლო კურსებს და სემინარებს, რათა მომხმარებლებს უმაღლესი ხარისხის საუკეთესო ღვინოები შესთავაზონ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები