მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბოლნისის ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის ფესტივალი 2026

ბოლნისის გერმანულ უბანში დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის ფესტივალი გაიმართა. ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც კომპანია RMG-ის მხარდაჭერითა და თანაორგანიზებით ჩატარდა, წელს უკვე მეოთხედ გაიმართა. ფესტივალი მიზნად ისახავს ქართული ღვინის პოპულარიზაციასა და ბოლნისის, როგორც „ოქროსფერი ღვინის ქალაქის“ დამკვიდრებას, ღვინის რუკაზე. ფესტივალზე საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან 60-მდე მეღვინეობა იყო წარმოდგენილი - როგორც მსხვილი მწარმოებლები, ისე მცირე და საშუალო მარნები და საოჯახო მეღვინეობები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები