მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბოლნისის ადგილწარმოშობის ღვინის ფესტივალი 2024

ბოლნისში, ძველ გერმანულ უბანში არემჯის მხარდაჭერით ბოლნისის ადგილწარმოშობის ღვინის ფესტივალი გაიმართა. აღსანიშნავია, რომ დაცული ადგილწარმოშობის დასახელება ღვინის მახასიათებლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მანიშნებელია, რომელიც ამ ნიშნით აღიარებულ ღვინოებს სხვა ღვინოებისგან უპირატესად წარმოაჩენს. ფესტივალის მიზანი მეღვინეთა შორის ადგილწარმოშობის ოფიციალური ნიშნის შესახებ პოპულარიზაცია და ცნობადობის გაზრდაა. მიღმა გამოფენისა, ბოლნისში კონკურსში გამარჯვებული ღვინოებიც გამოვლინდა. ინფორმაციისთვის: არემჯი 2022 წელს ოფიციალურად შეუერთდა გაეროს გლობალური შეთანხმების პრინციპებს და გახდა გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის წევრი. კომპანიის ყველა მსხვილი კორპორაციული პასუხისმგებლობის პროექტები მდგრადი განვითარების მიზნებთან არის თანხვედრაში. ბოლნისელი მეღვინეების მხარდაჭერის პროგრამა, სწორედ მე-8 მიზანს ეხმიანება და ბოლნისის ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის ფესტივალი ამ პროგრამის ფარგლებში განხორციელებული პროექტია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები