მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბოლნისის ადგილწარმოშობის ღვინის ფესტივალი 2023

BM.GE
19.06.23 09:30
237
ბოლნისში დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის ფესტივალი გაიმართა. ღონისძიება RMG-ის ბოლნისური მეღვინეობის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ჩატარდა და ჯამში 70-მდე მარანი გააერთიანა. ღვინოების გამოფენასთან ერთად, ბოლნისის გერმანულ უბანში ქართულ-გერმანული ღვინის სახლიც გაიხსნა, რომელსაც არემჯიმ ბოლნისელი მეღვინეების ხელშეწყობის მიზნით რეაბილიტაცია ჩაუტარა. ეს იქნება სივრცე, რომელიც მარნებს არაერთ შესაძლებლობას მისცემს. ღვინის ფესტივალზე ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის კონკურსიც ჩატარდა და გამარჯვებული მეღვინეები გამოვლინდნენ. საღამო ნიაზ დიასამიძისა და ჯგუფ 33 ა-ს კონცერტმა დააგვირგვინა. RMG-ის ბოლნისური მეღვინეობის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში ბოლნისი უკვე მესამე წელია ღვინის ფესტივალს მასპინძლობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები