ბოლნისში სამრეწველო კომპლექსის კერძოდ შაქრის გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობით ინვესტორები კვლავინდებურად დაინტერესებულნი არიან . როგორც ქვემო ქართლის გუბერნატორი ბიზნესკონტრაქტთან საუბრისას აცხადებს, მიწების ლიცენზირების გამო სამუშაოები შეფერხდა, თუმცა უცხოელი ინვესტორები ადგილზე ჩასვლას მიმდინარე თვეში გეგმავენ. შეგახსენებთ, რომ სამრეწველო კომპლექსი 3 ქარხანას მოიცავს და ადგილზე 30 მილიონი დოლარის ინვესტრება იგეგმება. შაქრის ქარხნის აშენებას აზერბაიჯანული „გარაგაია“ გეგმავს.