მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბოლნისში ფერმერთა ხელშეწყობის ცენტრი გაიხსნება

5a65c1123d34a
მეგი კავთუაშვილი
22.01.18 15:00
1607
"ბოლნისში ბიზნეს საქმიანობის ეფექტური პლატფორმის ჩამოყალიბების" პროექტის ფარგლებში ქალაქის შესასვლელში ფერმერთა ხელშეწყობის ცენტრი გაიხსნება, სადაც შესაფუთი მობილური ტექნიკა განთავსდება. ტექნიკით სარგებლობა ნებისმიერ ფერმერს და დაინტერესებულ პირს სიმბოლურ ფასად შეეძლება. შესაფუთი დანადგარები ადგილზეც იმუშავებს.

ფერმერთა ხელშეწყობის ცენტრის ბიზნესმოდელის ამოქმედებამდე, მუნიციპალიტეტში ვარაუდობენ, რომ ფერმერთა ხელშეწყობის ცენტრში აგროსექტორში წარმოებული პროდუქციის როგორც საცალო ასევე საბითუმო გაყიდვები მოხდება, არა მხოლოდ ბოლნისში, დიდ ქალაქებშიც.

ფერმერთა ხელშეწყობის ცენტრის მუშაობის სრული სისტემა მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც ბიზნესმოდელი შემუშავდება. უახლოეს ხანში ცენტრის სტრატეგიული გეგმა და მარკეტინული ღონისძიებებიც გაიწერება. 2018-2020 წლების განმავლობაში ბოლნისის ფერმერთა ხელშეწყობის ცენტრის ფარგლებში ადგილობრივი პროდუქციის ოთხი გამოფენა-გაყიდვაც მოეწყობა.

ფერმერთა ხელშეწყობის ცენტრის ამოქმედება ევროკავშირის საგრანტო კონკურში "მერები ეკონომიკური ზრდისთვის საპილოტე პროექტები" ბოლნისის გამარჯვების შემდეგ გახდა შესაძლებელი. დაფინანსების საერთო მოცულობა 380 ათასი ევროა, საიდანაც 60 ათასი ევრო მუნიციპალიტეტის ფინანსური კონტრიბუციაა. ამავე პროექტის მიზანი ადგილობრივი ბიზნესგარემოს გაუმჯობესება და ტურიზმის და აგროსექტორის მიმართულებით ბიზნესის სტიმულირებაა. ფერმერთა ხელშეწყობის ცენტრის გახსნა, პროექტის მხოლოდ ერთი მიმართულებაა. ამასთან, იგეგმება კვლევები, ტრენინგები და ინფრასტრუქტურის განახლება. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები