მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბოლნისში მოქალაქე რცხილის საშეშე მასალის უკანონო მოპოვებისთვის დაჯარიმდა - სააგენტო

ხე-ტყე

ქვემო ქართლის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა ბოლნისი-დმანისის სატყეო უბანზე ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ადგილობრივი მკვიდრის მიმართ, რომელმაც რცხილას სახეობის საშეშე მერქანი უკანონოდ მოიპოვა, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შედგა.

ავტოსატრანსპორტო საშუალება დაილუქა, ხოლო უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე გადატანილია ბოლნისის „საქმიან ეზოში“.

სამინისტროში აღნიშნავენ, რომ ბუნებრივი რესურსებით უკანონო სარგებლობის პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით, მონიტორინგი ინტენსიურად მიმდინარეობს როგორც სატყეო სამსახურების პატრულირებით, ასევე სახელმწიფო ტყეში განთავსებული ვიდეოხაფანგებისა და დრონების საშუალებით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები